logo_geo
eng_logo
„ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2018“ რეიტინგში საქართველო 46 ქვეყანას შორის მე-18 ადგილზეა
- +

3 აგვისტო. 2018. 12:06

 

„ევროპის საუკეთესო ქვეყნები ბიზნესისთვის 2018“ რეიტინგის მიხედვით, საქართველო ევროპის 46 ქვეყანას შორის მე-18 ადგილზეა.

 

„ბიზნესპრესნიუსის“ ინფორმაციით, აღნიშნული რეიტინგი ევროპის პალატამ (European Chamber ) გამოაქვეყნა, რომელიც ქვეყნებს არსებული ბიზნეს-გარემოს მიხედვით აფასებს.

 

ქულები, რომლებიც ქვეყნებს ენიჭება, გამომდინარეობს მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთებისა და საერთაშორისო გამჭვირვალების კორუფციის ინდექსის რეიტინგებიდან.

 

0-დან 100-მდე ქულა ენიჭება თითოეულ ქვეყანას, სადაც 0 ყველაზე ცუდ შედეგს წარმოადგენს, ხოლო 100 კი საუკეთესოს. რეიტინგის ლიდერი 87 ქულით დანიაა, ხოლო საქართველოს კი 62 ქულა აქვს. სიაში ბოლო, 46-ე პოზიციაზეა უკრაინა. საქართველო 2017 წლის რეიტინგში მე-20 ადგილზე იყო.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×