logo_geo
eng_logo
პაატა ბაირახტარი: ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი მეზობელ ქვეყნებში ვალუტის კურსის კოლოსალური გაუფასურებაა
- +

13 აგვისტო. 2018. 18:22

 

„ლარის გაუფასურების მთავარი მიზეზი მეზობელ ქვეყნებში  და მთავარ სავაჭრო პარტნიორებში ვალუტის კურსის კოლოსალური გაუფასურებაა. საგანგაშო არაფერი ხდება“, - აცხადებს ეკონომიკის ექსპერტი პაატა ბაირახტარი.

 

„საპანიკო არაფერი ხდება. როგორც წესი, რეალობა არის ასეთი - ეგზოგენურ ფაქტორებს ხელს უწყობს აჟიოტაჟურ-პანიკური ფონი. იმპორტიორები იწყებენ დოლარის გადახურდავებას და ეროვნული ვალუტის კურსიც ეცემა. თუმცა საგანგაშო არაფერია. გაუფასურების მთავარი მიზეზი მეზობელ ქვეყნებში  და მთავარ სავაჭრო პარტნიორებში ვალუტის კურსის კოლოსალური გაუფასურებაა. როცა ლირა უფასურდება და მეორე-მესამე დღეს იწყებს ლარი გაუფასურებას - ეს წმინდა ფსიქოლოგიური მომენტია. ინვესტორები იწყებენ ბაზრიდან დოლარის ამოღებას, ლარის ბრუნვა ბაზარზე იზრდება და იზრდება წნეხი ჩვენს ვალუტაზე“, - აცხადება ექსპერტი.

 

რაც შეეხება იმას, რა შეიძლება გაკეთდეს, პაატა ბაირახტარის თქმით, ჩვენი ქვეყნის მიკროეკონომიკური პარამეტრები ამ დროისთვის არის პოზიტიური, რაც უზრუნველყოფს ვალუტის შემოდინებას.

 

„აქტიური ტურისტული სეზონია და გადმორიცხვებიც გაზრდილია და ფუნდამენტური მიზეზი რომ გაუფასურება გრძელვადიან პერსპექტივაში გაგრძელდება არ არსებობს. ამიტომ ჯერ-ჯერობით ეროვნული ბანკის ჩარევის საჭიროებას ჯერჯერობით ვერ ვხედავ“, - განაცხადა პაატა ბაირახტარმა.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×