logo_geo
eng_logo
გიორგი ქობულია: კომერციული ორგანიზაციებისთვის ფასის გაზრდა არ აისახება კერძო მომხმარებელზე
- +

17 აგვისტო. 2018. 13:24

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მიიჩნევს, რომ კომერციული ორგანიზაციებისთვის ფასის გაზრდა არანაირად არ აისახება კერძო მომხმარებელზე.

 

„კომერციული ტარიფი კომერციული ორგანიზაციებისთვის გასაკვირია, თუმცა, რატომღაც ფასი თბილისში უფრო დაბალია, ვიდრე რეგიონებში. ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ ოპერატორმა მცირედით აწია ფასი კომერციული ორგანიზაციებისთვის. არანაირად არ აისახება ეს კერძო მომხმარებელზე. ზოგადად, ჩვენ კომერციულ სექტორს არ ვკარნახობთ, რა ფასი უნდა დააწესოს. ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა“, – განაცხადა გიორგი ქობულიამ.

 

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გადაწყვეტილებით, 16 სექტემბრიდან თბილისში, კომერციული მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი გაძვირდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×