logo_geo
eng_logo
სოსო არჩვაძე: 6,7-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა პოზიტიური ინფორმაციაა მოსახლეობისთვის
- +

30 ნოემბერი. 2018. 17:49

 

 

„ეკონომიკური ზრდა 6,7 პროცენტის ოდენობით საკმაოდ პოზიტიური ინფორმაციაა მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით დამაიმედებელი შეტყობინება - ბიზნესისთვის, რადგან ეს ნიშნავს, რომ საქართველოში სტაბილური ეკონომიკური გარემოა“, - განაცხადა ეკონომიკის დოქტორმა, სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ 2018 წლის ოქტომბერში ეკონომიკური ზრდის წინასწარი მაჩვენებლის კომენტირებისას.

 

ეკონომიკის დოქტორმა რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტს გაუსვა ხაზი. მისი განცხადებით, 2018 წლის ოქტომბერში ეკონომიკის ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მაღალია საქართველოში და მნიშვნელოვნად აღემატება 2018 წლის პირველი სამი კვარტლის საშუალო მაჩვენებელს.

 

სოსო არჩვაძის თქმით, ზრდის აღმავალი ტრენდი ეკონომიკის განვითარების პერსპექტივაზე მეტყველებს.

 

სოსო არჩვაძემ კიდევ ერთ პოზიტიურ მომენტზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში ბიზნეს სექტორში შექმნილი დამატებული ღირებულების მაღალი ტემპია.

 

„ამ საწარმოების მიხედვით, ეკონომიკური ზრდის ტემპი 1.7 ჯერ აღემატება ეკონომიკის ნომინალურ ზრდას. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ სულ უფრო და უფრო მზარდი წილი უკავია ეკონომიკური მაჩვენებლების ფორმირებაში ბიზნეს სექტორს. შესაბამისად, უფრო ნაკლები სახელმწიფო მართვას, ბიუროკრატიას და ეს არ შეიძლება ყურადღების მიღმა დარჩეს“, - აღნიშნა სოსო არჩვაძემ.

 

მისი თქმით, ასევე აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ეკონომიკურ ზრდაში მზარდი როლი ისეთ დარგებს მიუძღვის, რომლებიც მაღალი ზრდის ტემპით რამდენიმე თვის წინ არ გამოირჩეოდნენ. ეკონომიკის ექსპერტმა ერთ-ერთ ასეთ დარგად მოიყვანა მშენებლობა, სადაც ზრდის ტემპის შენელების ტენდენცია რამდენიმე თვეში წარმატებით დაიძლია და 2018 წლის ოქტომბრის მაჩვენებელში თავისი პოზიცია ფუნქცია შეასრულა. 

 

„ეკონომიკას უყვარს სტაბილურობა და იმედია, არაფერი შეუშლის ხელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტრენდის ჩამოყალიბებაში“, - განაცხადა ეკონომიკის დოქტორმა, სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×