logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: დღგ-ს დაბრუნების რეფორმის შედეგად, წლის ბოლომდე 520 მილიონ ლარს დავაბრუნებთ ჩვენი საწარმოების სასარგებლოდ
- +

17 დეკემბერი. 2018. 20:25

 

„დღგ-ს დაბრუნება იყო რეფორმა, რომელიც სწორედ ბიზნესის მხრიდან იქნა აღქმული, როგორც პოზიტიური ნაბიჯი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქ ლაივში“ ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ რეფორმის შედეგად წლის ბოლომდე საწარმოებს 520 მილიონი ლარის ოდენობის დამატებითი ღირებულების გადასახადი დაუბრუნდებათ.

 

„დღგ-ს დაბრუნების პრობლემა ბიზნესისთვის მუდამ იყო თავისტკივილი. დღეს გავიარე ეს ციფრები და წლის ბოლომდე 520 მილიონ ლარს დავაბრუნებთ ჩვენი საწარმოების სასარგებლოდ, რაც ნიშნავს ჩვენი კომპანიებისთვის მეტი საინვესტიციო რესურსის მიცემას. ისინი შეძლებენ მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, შეძლებენ, უფრო აქტიურად ჩაანაცვლონ იმპორტი, გავიდნენ ექსპორტზე და გლობალურ კონკურენციაში გავხადოთ კონკურენტუნარიანი. ეს არის ძალიან წარმატებული რეფორმა და ვფიქრობ, ციფრული გადაწყვეტილებები, რომელიც მომავალი წლიდან შემოსავლების სამსახურსა და ფინანსთა სამინისტროში დაინერგება, ამ პროცესს კიდევ უფრო აქტიურს გახდის“, - განაცხადა პრემიერმა.

 

მთავრობის მეთაურმა ასევე უპასუხა ახალ საბაჟო კოდექსთან დაკავშირებულ კითხვას და აღნიშნა, რომ ახალი საბაჟო კოდექსი, რომელსაც ამჟამად პარლამენტი განიხილავს, შეტანილია ბევრი ცვლილება, რომელიც მათ შორის საბაჟო მონაცემების 100%-ის გაციფრულებას მოიცავს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×