logo_geo
eng_logo
ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა
- +

21 თებერვალი. 2019. 12:53

 

 

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, მერსედეს ვერა მარტინს შეხვდა.

 

მისიის მიზანია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით“ მხარდაჭერილი პროგრამის მიმდინარეობის შესწავლა.

 

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა მიმოიხილეს 2019 წლის მაკროეკონომიკური ტენდენციები, საშუალოვადიანი ფისკალური პარამეტრები ქვეყანასა და რეგიონში არსებული ეკონომიკური დინამიკა, ინკლუზიური ზრდის ხელშემწყობი რეფორმების მიმდინარეობა.

 

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მთავრობის მიერ განათლების სისტემაში, ასევე, ადამიანური კაპიტალის განვითარების მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებზე.

 

შეხვედრას დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები, სსფ-ის მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში ფრანსუა პეშო.

 

აღსანიშნავია, რომ გასული წლის დეკემბერში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ ფორმალური მიმოხილვის გარეშე დაამტკიცა  პროგრამის მესამე მიმოხილვა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს მიერ შესრულებულია პროგრამით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×