logo_geo
eng_logo
გიორგი ქობულია: ჩვენ გვსურს, კორეულმა ბიზნესმა ჩვენი ყვეყანა უკეთ გაიცნოს
- +

12 მარტი. 2019. 00:45

 

 

კორეის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია, კორეის ვაჭრობისა და ინდუსტრიის პალატის ვიცე-თავმჯდომარეს ჯუდონგ კიმს შეხვდა. აღნიშნული პალატა კორეაში უძველესი და უმსხვილესია და აერთიანებს 73 რეგიონულ პალატასა და 100-ზე მეტ ორგანიზაციას, რომელთა საქმიანობაც ვაჭრობასა და ინდუსტრიას უკავშირდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს.

 

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები. მისი დასრულების შემდეგ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ დადებითად შეაფასა კორეული მხარის ინტერესი საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავებისა და ორმხრივი ეკონომიკური პროექტების განხორციელების კუთხით.

 

„პალატის ვიცე-თავმჯდომარემ აღგვითქვა დახმარება და მხარდაჭერა კორეასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მიღწევაში, ასევე საქართველოში კორეული ბიზნესის ჩამოყვანაში. ჩვენ ვგეგმავთ ბიზნესფორუმის გამართვას საქართველოში, სადაც ჩამოვლენ კორეელი ბიზნესმენები. აღნიშნული ფორუმი დაგვეხმარება, რომ კორეულმა ბიზნესმა ჩვენი ქვეყანა უფრო კარგად გაიცნოს და ადგილობრივ ბიზნესწრეებთან კონტაქტები დაამყაროს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ელჩი კორეაში ოთარ ბერძენიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი. ვიზიტის ფარგლებში აგრეთვე გაიმართა შეხვედრა კორეის საზღვარგარეთ ინფრასტრუქტურული და ურბანული განვითარების ხელშეწყობის კორპორაციაში. გაერთიანება ახორციელებს კორეული კომპანიების მხარდაჭერას მათ მიერ საზღვარგარეთ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შემთხვევაში.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×