logo_geo
eng_logo
NEXI-ის პრეზიდენტი: მჯერა, რომ არაერთი იაპონური კომპანია შეძლებს საქართველოში ბიზნესსაქმიანობის დაწყებასა და გაფართოებას
- +

15 მარტი. 2019. 12:28

 

 

საქართველოსთან ექსპორტისა და ინვესტიციების დაზღვევის საკითხზე შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, იაპონიის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიის NEXI-ის პრეზიდენტმა მასაფუმი ნაკადამ კომენტარი გააკეთა.

 

„ეს დიდი წარმატებაა. გვწამს, რომ ამ შეთანხმებით ხელს შევუწყობთ სამომავლოდ იაპონური კომპანიების საქმიანობის დაწყებასა და  გაფართოებას საქართველოში. ასევე მჯერა, რომ დღევანდელ ფორუმში მონაწილე რამდენიმე იაპონური კომპანია შეძლებს საქართველოში ბიზნესსაქმიანობის დაწყებასა და გაფართოებას“, - განაცხადა NEXI-ის პრეზიდენტმა.

 

შეთანხმებაზე ხელმოწერა საქართველოსა და იაპონიის ექსპორტისა და ინვესტიციების სადაზღვევო კომპანიას შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×