logo_geo
eng_logo
ივანე მაჭავარიანი: 22 აპრილის მდგომარეობით, დღგ-ის ზედმეტობის სახით დაბრუნებულია 168 მლნ ლარი
- +

23 აპრილი. 2019. 18:52

 

„22 აპრილის მდგომარეობით, დღგ-ის ზედმეტობის სახით დაბრუნებულია  168 მლნ ლარი“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დეპუტატ ირაკლი მეზურნიშვილის კითხვის საპასუხოდ.

 

„შარშან დავაბრუნეთ 521 მლნ ლარი.  ეს იყო პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც  ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი მასტიმულირებელი ფაქტორია. იმ სტიგმას, რომ დღგ-ს სახელმწიფო არ დაგვიბრუნებს, ან რომ ამას მოჰყვება საგადასახადო შემოწმება, ჩვენ ვანგრევთ და მგონია, რომ პრაქტიკულად, მინიმუმამდე დავიყვანეთ. 15 თებერვლიდან, გვაქვს ავტომატური დაბრუნების სისტემა, როდესაც გადამხდელები თავისი ანგარიშიდან აკეთებენ გადმორიცხვას და გრძობენ, რომ ეს ფული მათია. 15 თებერვლის შემდეგ, დაბრუნებულია  95 მლნ ლარი, საიდანაც 50 მლნ ლარზე მეტი, შეადგენს ავტომატურად დაბრუნებულ თანხებს და ეს  პროცესი კვლავ გაგრძელდება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×