logo_geo
eng_logo
მაია ცქიტიშვილი ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაციის მენეჯმენტის წარმომადგენლებს შეხვდა
- +

26 აპრილი. 2019. 15:30

 

 

საქართველოს ვიცე-პრემიერის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია პეკინში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის რკინიგზის სამშენებლო კორპორაციის მენეჯმენტს შეხვდა.

 

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების პოტენციალსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ვანგ ვენფუნგმა ქართულ დელეგაციას კორპორაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო და საქართველოში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით გამოთქვა დაინტერესება.

 

„ეს კომპანია მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიების სამეულში შედის და სასიხარულოა, რომ მას უკვე აქვს მონაწილეობა მიღებული საქართველოს ინფრასტრუქტურულ პროექტებში. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ დაინტერესებულია აქტიურად მიიღოს მონაწილეობა მომავალ პროექტებში, რაც ქართულ ბაზარს მიმზიდველს და მეტად კონკურენტუნარიანს ხდის“, - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

 

ვიცე-პრემიერმა კორპორაციის წარმომადგენლებს საქართველოში არსებული საინვესტიციო პოტენციალის, მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და კორპორაციის ხელმძღვანელები მიმდინარე წლის ოქტომბერში, საქართველოში დაგეგმილ „აბრეშუმის გზის ფორუმზე“ მიიწვია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×