logo_geo
eng_logo
იოსებ არჩვაძე: ეკონომიკური ზრდის პოზიტიური ტრენდი მიღწეულია
- +

30 აპრილი. 2019. 18:33

 

 

ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმების, ბიზნესის წახალისებისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერების შედეგად „საქსტატის“ მიერ დღეს გამოქვეყნებულ ეკონომიკური ზრდის წინასწარ შედეგებს ექსპერტები ეხმაურებიან.

 

ეკონომიკის ექსპერტ იოსებ არჩვაძის განცხადებით, 2019 წლის მარტში საქართველოს ეკონომიკის ზრდამ - მთლიანი შიდა პროდუქტის მატებამ - წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6 პროცენტი შეადგინა, რაც თითქმის 1.5-ჯერ აღემატება მიმდინარე წლის პირველი ორი თვის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს (4.1%).

 

მისი თქმით, აღნიშნული ზრდა წელზე გაანგარიშებით ნიშნავს გეგმურთან შედარებით ყოველთვიურად თითქმის 45 მლნ ლარით მეტი მთლიანი შიდა პროდუქტის წარმოების და სახელმწიფო ბიუჯეტში დაახლოებით 10-11 მლნ ლარით მეტის მობილიზების შესაძლებლობას.

 

ეკონომიკის ექსპერტის განცხადებით, ეკონომიკური ზრდის მზარდმა ტემპმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ექსპორტის ზრდაზეც, რომელიც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 12.3 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ექსპორტით იმპორტის გადაფარვამ კვლავ დაადასტურა მზარდი, პოზიტიური ტრენდი და 43.4 პროცენტს მიაღწია, რაც გასული წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელს რეკორდული, თითქმის 10 პუნქტით აღემატება (2018 წ. მარტში - 33.8%). ეკონომიკურ ზრდაში საგრძნობი წვლილი შეაქვს ტურიზმის სექტორს, რომლის შემოსავლები წინა წელთან შედარებით 2019 წლის მარტში 12.4 მლნ დოლარით გაიზარდა და 245 მლნ აშშ დოლარს მიაღწია.

 

„ეკონომიკური ზრდის პოზიტიური ტრენდი მიღწეულია იმ ღონისძიებების შედეგად, რაც ბოლო წლებში ტარდება ქვეყანაში ეკონომიკური რეფორმების, ბიზნესის წახალისებისა და კონკურენტუნარიანობის გაძლიერებისთვის“, - აცხადებს სოსო არჩვაძე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×