logo_geo
eng_logo
მერსედეს ვერა-მარტინი: მოხარული ვართ, რომ საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მარტში 6 პროცენტი შეადგინა
- +

1 მაისი. 2019. 19:23

 

„მოხარულნი ვართ, რომ საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მარტში 6 პროცენტი შეადგინა,“ - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა - მარტინმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან შეხვედრის შემდეგ.

 

სავალუტო ფონდის მისია საქართველოში ორი კვირის განმავლობაში შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობისა და ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობასთან და მოამზადებს „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ პროგრამის მეოთხე მიმოხილვის ანგარიშს.

 

„მომავალი ორი კვირის მანძილზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია თბილისში შეხვედრებს გამართავს.  ეკონომიკის მინისტრთან ნათია თურნავასთან ჩვენ განვიხილეთ საქართველოს ბოლოდროინდელი ეკონომიკური განვითარება. ასევე ვისაუბრეთ მთავრობის გეგმების შესახებ ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმებისა და საინვესტიციო პოლიტიკის მიმართულებით,“ - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა-მარტინმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×