logo_geo
eng_logo
ლევან ჩიკვაიძე: საქართველოს ფოსტის შეძენა „თიბისი ბანკსა“ და „საქართველოს ბანკს“ სურთ
- +

3 მაისი. 2019. 13:56

 

„საქართველოს ფოსტის შეძენა „თიბისი ბანკსა” და „საქართველოს ბანკს” სურთ“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ განუცხადა.

 

„ყიდვით დაინტერესებული კომპანიები არიან ადგილობრივი საბანკო სექტორის წარმომადგენლები. მათთან სტრატეგიულ პარტნიორობაზეც ვმუშაობთ პირველ ეტაპზე, რომელმაც შესაძლოა, დაასწროს პრივატიზების პროცესს. ეს გახლავთ: რამდენიმე უცხოური, ელექტრონული კომერციით დაკავებული კომპანია, ასევე ორი დიდი ფინანსური ინსტიტუტი, რომელიც ჯგუფურად განიხილავს რამდენიმე ეროვნული ოპერატორის პრივატიზებას. „საქართველოს ბანკიც” დაინტერესებულია, „თიბისი ბანკიც” დაინტერესებულია. „თიბისი ბანკთან” ვმუშაობთ სტრატეგიულ თანამშრომლობაზე და ვეცდებით, რომ დავაინტერესოთ საბოლოო პრივატიზებითაც“, - განაცხადა ლევან ჩიკვაიძემ.

 

რაც შეეხება სახელმწიფო კომპანიის გასხვისების ვადას, ჩიკვაიძის თქმით, ეს აუდიტზეა დამოკიდებული, რომელიც აქტივის საბაზრო ღირებულებას დაადგენს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×