logo_geo
eng_logo
ეკონომიკის მინისტრი: ჩვენი ახალი ამოცანა არამარტო ეკონომიკური ზრდა, არამედ ამ ზრდის თითოეულ ოჯახში მიტანაა
- +

6 მაისი. 2019. 11:42

 

„იცვლება ეკონომიკური ვითარება, ეკონომიკა დინამიური ხდება და დგება ახალი ამოცანები. ჩვენი ახალი ამოცანაა - არა მხოლოდ სწრაფი ეკონომიკური ზრდა, არამედ ამ ზრდის გადათარგმნა სიღარიბის დაძლევაში, ამ ზრდის  თითოეულ ოჯახში მიტანა“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემაში „იმედი live“.

 

მინისტრის განცხადებით, მთავრობის სტრატეგია ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა არის.

 

„ეს არის ეკონომიკური ზრდა, რომელშიც ყველა ჩართულია და მას ყველა  გრძნობს. მაგრამ მთავარია, რა ტემპებით, რა ტაქტიკით, როგორ მივაღწევთ ამ შედეგს. ეკონომიკის სამინისტრო ძალიან კომპლექსური სამინისტროა, სადაც ბევრი დარგი, ქვედარგი, მიმართულება არის თავმოყრილი და თითოეულ დარგში არსებობს სტრატეგია. ჩვენი მთავარი ამოცანა - ეს არის მართლაც ახალი ტემპი, ახალი დინამიკა, ახალი დრაივი. მაქვს ამბიცია, რომ ეკონომიკის სამინისტრო გახდეს სანიმუშო ამ თვალსაზრისით“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

მინისტრის განცხადებით, ნებისმიერი ადამიანისთვის თუ ბიზნესისთვის, სერვისების მიღება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი და კომფორტული უნდა იყოს.

 

 „ეს სისტემა გამართულია და კარგად მუშაობს, რაღაც პერიოდისთვის ამოცანები შეასრულა. ახლა  ჩვენ მისი უკეთესობისკენ გადაწყობის შესაძლებლობებს ვხედავთ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×