logo_geo
eng_logo
ირაკლი ლექვინაძე: მამუკა ბახტაძისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრა ძალიან საქმიანი იყო
- +

8 მაისი. 2019. 21:37

 

 

ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ლექვინაძე აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრა ძალიან საქმიანი იყო. მისი თქმით, შეხვედრაზე დაისვა კონკრეტული წინადადებები სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით.

 

„შეხვედრაზე საუბარი შეეხებოდა ენერგეტიკის სექტორში არსებულ საკითხებს, საუბარი იყო განათლების სექტორთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასევე, თამბაქოს ინდუსტრიასთან დაკავშირებულ საკითხებზე. იყო კონკრეტული შემოთავაზებები. თუნდაც, რეგულირების გავლენის შეფასების (RIA) გამოყენების აუცილებლობაზე, ძალიან ბევრი რეგულაციის შემოღების ნაწილში. ვფიქრობ, ამაზე არის პრინციპული შეთანხმება, რომ მოხდეს აღნიშნული პროცესის განხორციელება. ასევე, იგივე, დანაკარგების საკითხია კვლავ აქტუალური, რომ ყველა დარგზე ერთნაირად იყოს გავრცელებული. ასევე, ტრანზიტში მოქცეული საქონლის დაბეგვრის საკითხებთან დაკავშირებით. საუბარი შეეხო, როგორც სისტემურ საკითხებს, ასევე კონკრეტიკასაც.

 

თამბაქოსთან დაკავშირებით არის ინდუსტრიაში არსებული საკითხი, რომელიც უკავშირდება დაჭრილი თამბაქოს (თუთუნის) დაბეგვრის საკითხს. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ბაზარზე სამართლიანი პირობები იყოს ყველა მოთამაშისთვის. აღნიშნული ცვლილება მომზადებულია, არის მთავრობაში და ინიცირებას ელოდება, ამიტომ, თამბაქოს ინდუსტრიის მხრიდან ეს საკითხი იყო დაყენებული“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების მეორე შეხვედრა სასტუმრო „ბილტმორში“ გაიმართა და მასში ასოციაციის წევრი კომპანიების 50-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×