logo_geo
eng_logo
სიმონიკა ბაგრატიონ- მუხრანელის წერილი ქაქუცა ჩოლოყაშვილისადმი...
- +

24 ივლისი. 2016. 04:07


ბოლშევიკების მიერ 1923 წელს დახვრეტილი გმირის, სიმონიკა ბაგრატიონ-მუხრანელის მეუღლის ნინო ბაგრატიონ-დავითიშვილის (1897-1969) წერილი ქაქუცა ჩოლოყაშვილისადმი:


"ძვირფასო ძმებო, ქაქუცა და ვანიჭკა! მიიღეთ უღრმესი და გულწრფელი სალამი ჩემგან - დაობლებული და მარტო დარჩენილი ნინოსაგან. აღარ არის სიმონი, აღარა მყავს ჩემი სიმონიკა! გესმის ქაქუცა, გესმის ვანიჭკა? აღარ არის ბატონიშვილი, ბატონიშვილმა თავი შესწირა სამშობლოს ისე ლამაზად, ისე გაბედულათ, როგორც იყო თვითონ სინამდვილეში. მისი უკანასკნელი სიტყვები ყოფილა, როგორც გადმომცემენ:

 

"რატომ სწუხართ, ხომ ვაჟკაცები ხართ, ხომ იცით რისთვის იხოცებით? მე ის მაწუხებს, რომ ვერაფერი გავაკეთეთ ჩვენი სამშობლოსათვის, მაგრამ რჩება ჩვენ შემდეგ ხალხი, რომელიც გააკეთებს საქმეს და ჩვენ მივიღებთ ამის შესახებ იქ ცნობას, როდესაც საქართველო იქნება თავისუფალი. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!" მისი ამ სიტყვების შემდეგ იგი უწამებიათ, უწამებიათ თხუთმეტივე კაცი, საუკეთესო შვილები სამშობლოსი. არ ვსტირი მე მათზე, პირიქით, ვამაყობ მე მათით, როგორც ქართველი ქალი, რადგან იგივნი ყველა ჩვენთვის სასურველი და წმინდა პიროვნებანი არიან. მე, სიმონიკასთან ერთად დიდ იმედებს ვამყარებ თქვენზე და მასთან ერთად ხმამაღლა გეუბნებით: გაუმარჯოს ჩვენს მომავალს! გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს! კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას, მიიღეთ ჩემი დალოცვა. ბატონიშვილის სიმონ ბაგრატიონ-მუხრანელის მეუღლე ნინო"


 

 

right_banner
არქივი
right_banner