logo_geo
eng_logo
ნათია თურნავა გიგა ბოკერიას: პანკისში მიღწეულია მშვიდობა და ვინც ამაზე ნავთის დასხმას შეეცდება, ქვეყნისთვის კარგ საქმეს არ გააკეთებს
- +

7 ივნისი. 2019. 19:29

 

 

„პანკისის ხეობის მოსახლეობასთან ვართ მშვიდობიანი კონსენსუსის რეჟიმში.  საკითხი აღმოიფხვრა, მიმდინარეობს დიალოგი სხვადასხვა პროგრამასთან დაკავშირებით, თუ რა და როგორ განვითარდეს პანკისში, მათ შორის, იმედი გვაქვს, რომ იქნება ჰესების ნაწილიც.  ასეა თუ ისეა, მიღწეულია მშვიდობა და ნებისმიერი, ვინც ეცდება ამაზე ნავთის დასხმას, არ აკეთებს კარგ საქმეს და არ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს“, - ასე უპასუხა ნათია თურნავამ გიგა ბოკერიას მიერ დასმულ შეკითხვას, თუ რატომ იხევს მთავრობა უკან იქ, სადაც  პოლიციის მანქანებს წვავენ და არა იქ, სადაც  მოქალაქეები კანონმორჩილად იქცევიან.

 

„მთავრობა ყოველთვის დაიცავს უსაფრთხოებას ყველგან, სადაც საჭიროა, მათ შორის პანკისში და მოგიწოდებთ, ასეთი შემთხვევების შეფასებისას ვიყოთ ძალიან კორექტულები“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×