logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარს შეხვდა
- +

11 ივნისი. 2019. 19:05

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა ჟენევაში გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისართან ფილიპო გრანდისთან შეხვედრაზე დევნილთა და ლტოლვილთა საკითხები განიხილა.

 

შეხვედრაზე ისაუბრეს, ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით. ფილიპო გრანდიმ მაღალი შეფასება მისცა იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას.

აღინიშნა, რომ თავშესაფრის მაძიებელთა საკითხი და მათი ინტეგრაცია  საქართველოსათვის ახალი  გამოწვევაა. საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების  მხარდაჭერით აღნიშნული საკითხი სათანადოდ გადაიჭრება.

 

„მოხარული ვარ, პირველად ვუმასპინძლო საქართველოს პრეზიდენტს აქ, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატში. საქართველოსთან სხვადასხვა მიმართულებით, ხანგრძლივი თანამშრომლობა გვაკავშირებს.

 

ვისაუბრეთ საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ ლტოლვილებზე, ასევე ჩვენს ხელმისაწვდომობაზე, რათა საქართველოსთან თანამშრომლობა გავაგრძელოთ და თავშესაფრების სისტემა გავაძლიეროთ. ვისაუბრეთ იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ,  დადებითად შევაფასე პროგრამა, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირების მხარდასაჭერად შეიქმნა. რასაკვირველია, ამ პრობლემის გადაწყვეტა, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ჩვენ ვართ ჰუმანიტარული ორგანიზაცია და ნებისმიერ დროს ხალხის სამსახურში ვართ.

 

დაბოლოს, შევეხეთ საქართველოს გლობალურ როლს, არსებობს შეთანხმება ლტოლვილების თაობაზე, რომელიც გაეროს მიერაა მხარდაჭერილი. წლის ბოლოს ჟენევაში ლტოლვილთა გლობალური ფორუმი-მინისტერიალი იგეგმება და მე მოვუწოდებ საქართველოს, რათა საერთაშორისო ასპარეზზე კვლავ მოთამაშედ დარჩეს“, - განაცხადა ფილიპო გრანდიმ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×