logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: საქართველოს ბევრი მიღწევა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის წარმატების პირდაპირი შედეგია
- +

11 ივნისი. 2019. 21:09

 

 

საქართველოს ბევრი მიღწევა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის წარმატების პირდაპირი შედეგია“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აშშ-ში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

მამუკა ბახტაძემ მაიკ პომპეოს საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

ბატონო მდივანო, მადლობას გიხდით თბილი მიღებისთვის და საქართველოს მხარდაჭერის გაგრძელებისთვის. სასიამოვნოა ვაშინგტონში დაბრუნება, განსაკუთრებით აშშ -საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის აღსანიშნავად.

 

2008 წელს რუსეთი შეიჭრა და მოახდინა საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპაცია. ამ კრიზისის შემდეგ საქართველომ და აშშ-მა შექმნეს პლატფორმა საქართველოს აღსადგენად, ინსტიტუტების გაძლიერებით, დემოკრატიის განვითარებით, კანონის უზენაესობის განმტკიცებით, სამხედრო თანამშრომლობისა და ჩვენს ხალხებს შორის კონტაქტების გაფართოებით.

 

საქართველოს ბევრი მიღწევა არის აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის წარმატების პირდაპირი შედეგი, რომლის დაწყებიდანაც ათი წლისთავს აღვნიშნავთ. ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩვენ აშშ-სთან განვავითარეთ დინამიკური, ყოვლისმომცველი თანამშრომლობა და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდში ჩვენმა კავშირებმა ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საუბრისას საქართველოსა და აშშ-ის რამდენიმე საერთო მიღწევა გამოყო.

 

უპირველეს ყოვლისა, აშშ-სა და საქართველოს შორის უსაფრთხოების სფეროში კოორდინაცია არასდროს ყოფილა ასეთი ძლიერი. საქართველო არის აშშ-ის ლოიალური პარტნიორი გლობალურ არენაზე. ჩვენი მეგობრობა გამოსცადა დრომ და ჩვენი კავშირები ბრძოლაში გაძლიერდა. ჩვენ გვერდიგვერდ ვდგავართ აშშ-ისა და ნატო-მოკავშირეებთან ავღანეთში, სადაც საქართველო არის უმსხვილესი კონტრიბუტორი ნატო-ს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში.

 

მზად ვართ, გავაგრძელოთ ჩვენი მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა საერთო ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებაში. საქართველოს ნატო-სთან გაფართოებული თავსებადობით და მშპ-ორპროცენტიანი თავდაცვითი ხარჯით, ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრობისთვის მოსამზადებლად“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო მადლობელია ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე აშშ-ის მხარდაჭერით.

 

ჩვენ თავდაცვითი თანამშრომლობა დაეხმარა საქართველო შეიარაღებული ძალების მოდერნიზებასა და შეკავების შესაძლებლობების შექმნაში. ვაფასებთ აშშ-ის მხარდაჭერას საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამისადმი და სხვა აშშ-საქართველოს ორმხრივი აქტივობებისადმი, რომლებიც მნიშვნელოვანია საქართველოს ტერიტორიული თავდაცვისა და წინააღმდეგობის შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. ჩვენ ძალიან ვაფასებთ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას აქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. ოკუპაციისა და რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში მძიმე ჰუმანიტარული და უსაფრთხოების სიტუაციის საპასუხოდ, ჩვენ კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების ერთგული ვრჩებით.

 

ყოვლისმომცველი მშვიდობიანი პოლიტიკით და აშშ-ის ძლიერი მხარდაჭერით, საქართველო ახორციელებს სამშვიდობო ინიციატივებს, როგორიცაა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრების საქართველოს მოქალაქეებთან შერიგებასა და ჩართულობას ითვალისწინებს. საქართველომ ერთხმად დაადასტურა ძალის გამოუყენებლობისადმი მხარდაჭერა. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს 2008 წლის აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×