logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: ეს ვიზიტი არის ძალიან წარმატებული და მნიშვნელოვანი, რომელიც ჩვენს ქვეყანას კონკრეტულ შედეგებს მოუტანს
- +

12 ივნისი. 2019. 00:32

 

 

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, აშშ-ში ვიზიტი შეაჯამა.

 

,,შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეს ვიზიტი იყო და არის ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული, რომელიც ჩვენს ქვეყანას კონკრეტულ შედეგებს მოუტანს, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო-აშშ-ს პარტნიორობაში ახალი დღის წესრიგი ყალიბდება, რომელიც ემყარება უსაფრთხოებას, მჭიდრო ეკონომიკურ ურთიერთობას და საერთო ფასეულობების დაცვას.

 

 

დღიდან ჩვენი დამოუკიდებლობისა ამერიკის შეერთებული შტატები დგას ჩვენს გვერდით. დღეს და კონკრეტულად ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ეს ურთიერთობები იმყოფება ყველაზე მაღალ ნიშნულზე პრეზიდენტს ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში და ეს არის კონკრეტული შედეგი. ჩვენ რეფორმების პარალელურად, უსაფრთხოების პარალელურად სადაც ჩვენი მთავარი მიზანია ნატოში ინტეგრაცია, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. ვინაიდან ეს არის ამავე დროს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტია. ჩვენ გვსურს მივიღოთ უფრო მეტი ინვესტიციები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან, შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილები, ვიყოთ უფრო ეფექტურად ინტეგრირებული გლობალურ ეკონომიკაში და შევძლოთ საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა. რა თქმა უნდა, ამ კონტექსტში ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს განსაკუთრებული როლი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×