logo_geo
eng_logo
მაიკლ პომპეო; საქართველოს ზრდა და განვითარება თავისუფალი ერის სახით ცხადყოფს, რომ ქვეყანა სწორ მიმართულებას ადგას, ვამაყობთ ჩვენი პარტნიორობით
- +

12 ივნისი. 2019. 01:04

 

 

საქართველოს ზრდა და განვითარება თავისუფალი ერის სახით, საბჭოთა კომუნიზმის რეჟიმში ყოფის თითქმის საუკუნოვანი გამოცდილების შემდეგ, ცხადყოფს, რომ ქვეყანა სწორ მიმართულებას ადგას და ჩვენ ვამაყობთ ჩვენი პარტნიორობით, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკლ პომპეომ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა პრემიერმინისტრს აშშ-თან კარგი მეგობრობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გაგრძელდება მუშაობა საქართველოს დასავლური განვითარების მხარდასაჭერად.

 

 

ვამაყობთ, რომ ქვეყნის ჯეროვანი პარტნიორები ვართ. ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა დავიცვათ ის ძნელად მოპოვებული მიღწევების დაკარგვის რისკისგან და იმის უზრუნველსაყოფად, რომ საქართველომ მტკიცედ დასავლური განვითარება გააგრძელოს. ბატონო პრემიერმინისტრო, მადლობა გვერდით დგომისთვის, ჩემთან და ჩვენს გუნდთან შეხვედრისთვის. მადლობას მოგახსენებთ თქვენ და საქართველოს აშშ-სთან კარგი მეგობრობისა და პარტნიორობისთვის”, – მიმართა მაიკლ პომპეომ მამუკა ბახტაძეს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×