logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: აშშ-საქართველოს ურთიერთობა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
- +

12 ივნისი. 2019. 11:09

 

„აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობა ყველაზე მაღალ ნიშნულზეა, საქართველო-ევროკავშირის - ყველაზე მაღალ დონეზე და ჩვენ ასე ახლოს NATO-სთან არასოდეს ვყოფილვართ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ვაშინგტონში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, აშშ სრულად უჭერს მხარს საქართველოს მთავრობის საგარეო კურსს, რომელიც გულისხმობს იმას, რომ საქართველო  აუცილებლად უნდა გახდეს NATO-ს წევრი.

 

„რა თქმა უნდა, აშშ გააგრძელებს ძალისხმევას, რომ რაც შეიძლება დროულად მიიღოს საქართველომ ის, რაც ეკუთვნის. საქართველოს ნამდვილად ეკუთვნის NATO-ს სრულფასოვანი წევრობა. ჩვენ ვაკმაყოფილებთ ყველა ძირითად კრიტერიუმს, ვაგრძელებთ რეფორმების გზას, რომლითაც საქართველოს კონკურენტუნარიანობა და თავსებადობა NATO-სთან იყოს კიდევ უფრო მაღალ დონეზე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner