logo_geo
eng_logo
დავით ზალკალიანი: არის პოლიტიკური ნება, რომ ანაკლიის პორტის პროექტი განხორციელდეს და განხორციელდება კიდევაც
- +

12 ივნისი. 2019. 12:00

 

„საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, არის პოლიტიკური ნება, რომ ეს პროექტი განხორციელდეს და განხორციელდება კიდევაც. სწორედ ამაზე გვქონდა საუბარი და მე დარწმუნებული ვარ, რომ შემდგომი ნაბიჯები ამის ნათელი დადასტურება იქნება“, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, ვაშინგტონში, ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

მისი თმით საქართველოს მთავრობა მუდმივად ადასტურებდა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. 

 

„ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია  გეოსტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება საქართველოს ტერიტორიიდან. თავად საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა გვკარნახობს ამას და ამ მიმართულებით ჩვენ კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ და კონკრეტული შედეგების დემონსტრირებაც ხდება. ის ნავთობსადენები და გაზსადენი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის, პორტების ინფრასტრუქტურის განვითარება ადასტურებს ამას. ის, რომ საქართველოს მთავრობა ჩართულია ამ პროცესებში და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს კონსორციუმს ანაკლიის პროექტის განვითარებაში, ეს პროექტი მუდმივად მიგვაქვს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურამდე, მათ შორის ევროკავშირის და აშშ-ის, თუნდაც ის ფაქტი, რომ ევროკავშირის უმაღლესი დონის შეხვედრაზე საქართველოს ხელისუფლება წამოწია ეს და სხვა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები და ჩვენ ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ჩვენს მთავარ პარტნიორთან ვსაუბრობთ ამაზე, სწორედ სახელმწიფოს უდიდესი ინტერესის დასტურია“, - განაცხადა ზალკალიანმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner