logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: დღეს საქართველო სტაბილური დემოკრატიის, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების და მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა
- +

12 ივნისი. 2019. 12:52

 

 

„დღეს საქართველო სტაბილური დემოკრატიის, ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტების, მზარდი ეკონომიკის და აქტიური სამოქალაქო საზოგადოების მქონე ქვეყანაა და საყოველთაოდ არის აღიარებული, როგორც ლიდერი რეფორმატორი ქვეყანა რეგიონში და მის საზღვრებს გარეთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო ძალისხმევას არ იშურებს, რათა გახდეს ოქროს სტანდარტი ბიზნესის წარმოების სიმარტივის და იურიდიული გამჭვირვალობის კუთხით.

 

„ინვესტიციებს იზიდავს შესაძლებლობები, სადაც ბარიერები ყველაზე დაბალია. გადასახადები საქართველოში, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. ეკონომიკური თავისუფლების კუთხით, ქვეყანა მე-7 პოზიციას იკავებს მსოფლიოში, ხოლო კანონის უზენაესობის ინდექსის თანახმად, ჩვენ შევდივართ ევროპის მოწინავე ოცეულში. მადლობელნი ვართ რეფორმების განხორციელების პროცესში თქვენი ჩართულობისთვის და სიამაყით აღვნიშნავთ ამ წარმატებაში ამერიკის შეერთებული შტატების წვლილს”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×