logo_geo
eng_logo
ზაზა დავითაია: შალვა შავგულიძე არის ტიპური წარმომადგენელი ჯალათური, რეპრესიული რეჟიმისა
- +

12 ივნისი. 2019. 13:52

 

„შალვა შავგულიძემ, ფაქტობრივად, თავის თავზე აიღო სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულები“, - ამის შესახებ ჟურნალისტმა ზაზა დავითაიამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე შალვა შავგულიძეზე საუბრისას განაცხადა.

 

„შალვა შავგულიძესთან დაკავშირებით მინდა, გავაკეთო აქცენტი. ადამიანს, რომელიც იყო უფლებადამცველი, ჩემი დამცველი ბოკერიას ხროვისგან, ვუსვამ მწვავე, მაგრამ ლეგიტიმურ კითხვას: როგორ აღმოჩნდა იმათ გვერდით, ვისგანაც მიცავდა? მისი თანდასწრებით კვლავ ძალადობს ბოკერიას ხროვა ჩემზე, ამ დროს შავგულიძის რეაქცია არის ნული. ჩემი კითხვაა მის მიმართ: „ბატონო შალვა, ღმერთმა ნუ ქნას, ხელისუფლებაში თქვენ რომ მოხვიდეთ, მოქალაქეს, რომელსაც უსამართლოდ ებრძვის ზონდერი და პოლიცია ერთდროულად, ზუსტად ისე გამოექომაგებით, როგორც ეს მოხდა იმ ბრიფინგზე, სადაც თქვენი თანდასწრებით ჩემ მიმართ ახალი უსამართლობა განხორციელდა?

 

შავგულიძე ამ შემთხვევაში არის ტიპური წარმომადგენელი ჯალათური, რეპრესიული რეჟიმისა, ის არის გამგრძელებელი იმ საქმისა, რასაც სჩადიოდნენ. შალვა შავგულიძემ, ფაქტობრივად, თავის თავზე აიღო სააკაშვილის რეჟიმის დანაშაულები, კეთილი უნდა ინებოს, იმავე დანაშაულისთვის თავად აგოს პასუხი.

 

 

არ ვაპირებ, ვიარო ხულიგნის იმიჯით. ისევე, როგორც სააკაშვილის რეჟიმის პირობებში ჩავიცვი რკინის ქალამანი და შევძელი, ჩემი თავის რეაბილიტაცია მომეხდინა, დამემტკიცებინა, რომ შეიარაღებული გადატრიალების ბრალდება ჩემ მიმართ შეთითხნილი იყო. დღეს ამ ხელისუფლებამ თამასა დაბლა დასწია ჩემს მიმართ, ისინი შეიარაღებულ გადატრიალებას მაინც მაბრალებდნენ და ამათ ხულიგნად გამოვყავარ. ჩავიცვამ რკინის ქალამნებს, იმისთვის, რათა ჩემი უდანაშაულობა დავადგინო“, - განაცხადა ზაზა დავითაიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×