logo_geo
eng_logo
ჯონ ბოლტონი მამუკა ბახტაძესთან შეხვედრას „ტვიტერში“ ეხმაურება: პრემიერ-მინისტრთან გუშინ შესანიშნავი შეხვედრა მქონდა
- +

12 ივნისი. 2019. 20:49

 

უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მრჩეველი ჯონ ბოლტონი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

 

ვაშინგტონში ჯონ ბოლტონისა და მამუკა ბახტაძის შეხვედრა აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ხელმოწერის ათი წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა.

 

„პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან გუშინ შესანიშნავი შეხვედრა მქონდა, რომელიც აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ათი წლისთავს ეძღვნებოდა“, – წერს ჯონ ბოლტონი.

 

ბოლტონთან შეხვედრამდე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს შეხვდა.

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner