logo_geo
eng_logo
ზურა ხაჩიძე: მსურს, ამ გუნდს შევუერთდე და ბევრი რამ გავაკეთო ისეთი, რაც ამ რეგიონისთვის მნიშვნელოვანი იქნება
- +

13 ივნისი. 2019. 00:36

 

“გუბერნატორს ძალიან ბევრი ახალი გეგმა და პროექტი აქვს, ძალიან დადებითი ადამიანია. მსურს, ამ გუნდს შევუერთდე და ბევრი რამ გავაკეთო ისეთი, რაც ამ რეგიონისთვის მნიშვნელოვანი იქნება,“ - ამის შესახებ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის ახალმა მოადგილემ ზურა ხაჩიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისი თქმით, ახალ თანამდებობაზე ის კულტურის, განათლებისა და ტურისტული პოტენციალის განვითარების მიმართულებებით იმუშავებს.

 

ჩემი ძირითადი მიმართულება იქნება სამცხე - ჯავახეთის პოპულარიზაცია და ის, რომ გავაგრძელო გუბერნატორის მიერ დაწყებული პროექტები. ჩემი მიმართულება, რა თქმა უნდა, იქნება კულტურული და საგანმანათლებლო. გუბერნატორს ძალიან ბევრი ახალი გეგმა და პროექტი აქვს, ძალიან დადებითი ადამიანია. მსურს, ამ გუნდს შევუერთდე და ბევრი რამ გავაკეთო ისეთი, რაც ამ რეგიონისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

 

ის გამოცდილება, რომელიც ჩემს სფეროში შევიძინე, დამეხმარება შევუერთდე და ხელი შევუწყო სამცხე-ჯავახეთის პოპულარიზაციას. ეს მხარე ძალიან მიმზიდველია ტურისტებისთვის და ცოტა უნდა გამოცოცხლდეს. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია, ტურისტული პოტენციალის ათვისება და განვითარება, იქნება ეს ბორჯომში, ახალქალაქში, ვარძიაში, ასპინძაში ჩატარებული ღონისძიებები და პროექტები.

 

ახლო მომავალში, დაახლოებით 1 თვეში ჩემს პროექტებსაც შემოგთავაზებთ. ღია იქნება ეს ინფორმაცია და მეც ყოველთვის ღია ვიქნები ჟურნალისტებთან იქიდან გამომდინარე, რომ მეტი ყურადღება მიექცეს ამ რეგიონს და უფრო მეტად ჩაგაყენოთ საქმის კურსში,“ - განაცხადა ხაჩიძემ.

 

მომღერალი ზურა ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობაზე დღეს დაინიშნა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner
×