logo_geo
eng_logo
თამარ ჟვანია: მაქვს მოლოდინი, რომ საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ფარგლებში კონსენსუსი იქნება მიღწეული
- +

13 ივნისი. 2019. 12:06

 

 

„ნამდვილად არის შესაძლებლობა გაუმჯობესების და მაქვს მოლოდინი, რომ ამ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში კონსენსუსი იქნება მიღწეული“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ჯგუფის პირველი სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

 

„ჩვენ გვაქვს საფიქრალი იმ რეკომენდაციებზე, რომელიც ბოლო რამდენიმე ანგარიშში აისახა, მათ შორის „ოდირის“ ანგარიშებში. ნამდვილად არის შესაძლებლობა გაუმჯობესების და მაქვს მოლოდინი, რომ ამ სამუშაო ჯგუფის ფარგლებში კონსენსუსი იქნება მიღწეული და ამავდროულად განვიხილავთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს. საარჩევნო ადმინისტრაციას გარკვეულწილად ექნება ექსპერტის როლი“, - აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

 

საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით შექმნილ სამუშაო შეხვედრაში ასევე მონაწილეობენ, იუსტიციის სამინისტრო, რომელსაც დღეს მინისტრი წარმოადგენს, კვალიფიციური პოლიტიკური სუბიექტები, მათ შორის არასაპარლამენტო ოპოზიციიდან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფის მიზანია 2020 წლის არჩევნებამდე, არჩევნების შესახებ კანონში ცვლილებების განხორციელება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×