logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი ოპოზიციის მოთხოვნაზე: განცდა მრჩება, რომ გარკვეულ პირებს სურვილი აქვთ დასაწყისშივე მოახდინონ საკითხის დისკრედიტაცია
- +

13 ივნისი. 2019. 12:07

 

 

„მრჩება განცდა, რომ გარკვეულ პირებს სურვილი აქვთ პროცესის დასაწყისშივე მოახდინონ საკითხის დისკრედიტაცია“, - ასე აფასებს ოპოზიციის მოთხოვნას საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.

 

„ნებისმიერი დაინტერესებული მხარის, მათ შორის ოპოზიციის სურვილი უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება მეტ საკითხზე მოხდეს კონსენსუსი და არა, პირველივე დღეს ულტიმატუმის ენით საუბარი. მაშინაც კი, როცა არ იციან, რა არის დღის წესრიგი თუ როგორი თანმიმდევრობით უნდა ვიმსჯელოთ, აკეთებენ ასეთ განცხადებებს. მრჩება განცდა, რომ გარკვეულ პირებს აქვთ სურვილი პროცესის დასაწყისშივე მოახდინონ საკითხის დისკრედიტაცია და მიუხედავად იმის, რა საკითხებზე ვიმსჯელებთ, ისინი ფიქრობენ გამოეთიშონ პროცესს და ამით ცდილობენ პროცესის დისკრედიტაციას. ამის მიუხედავად, იმედს ვიტოვებ, რომ მაქსიმალურად კონსტრუქციულად ვითანამშრომლებთ და მოვახერხებთ კონკრეტული შედეგის დადებას“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, საარჩევნო თემაზე მომუშავე ჯგუფის წინაშე მთავარ მოთხოვნად 2020 წლამდე მაჟორიტარულიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას აყენებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner