logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: საარჩევნო რეფორმაზე სამუშაო პროცესი ეუთო-ს რეკომენდაციებზე აგებულია და ყველა პრინციპულ საკითხზე პოზიციები შეჯერდება
- +

13 ივნისი. 2019. 14:23

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საარჩევნო რეფორმაზე სამუშაო პროცესი აგებულია ეუთო-ს რეკომენდაციებზე და ყველა პრინციპულ საკითხზე მოხდება პოზიციების შეჯერება.

 

„ვიწყებთ რთულ, მაგრამ საინტერესო პროცესს. ეუთო-მ წარმოადგინა თავისი რეკომენდაციები საარჩევნო კანონმდებლობაზე. წარმოდგენილია 27 რეკომენდაცია, სამუშაო პროცესი აგებული ძირითადად იქნება ამ რეკომენდაციებზე. თითოეულ პუნქტზე მსჯელობა იქნება და დარწმუნებულ ვარ, ყველა პრინციპულ საკითხზე შევძლებთ პოზიციების შეჯერებას. მიუხედავად იმისა, რომ თემა პოლიტიკურად ძალიან მგრძნობიარეა, ძალიან ბევრია სუბიექტური ინტერესები, შესაძლებელია, ისეთი რეგულაციების ჩამოყალიბება, რაზეც პოლიტიკური პოზიციები შეჯერდება. შევხედავთ, როგორ წარიმართება ეს პროცესი. არის უამრავი საკითხი, მათ შორის, პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე უფასო სარეკლამო დროს განაწილებასთან დაკავშირებული საკითხები, არის ე.წ. სიჩუმის დღის საკითხი, რადიუსის საარჩევნო უბნების გარშემო. არის სხვადასხვა რეკომენდაცია, თითოეულ რეკომენდაციაზე გვექნება დეტალური მსჯელობა და ამის საფუძველზე უნდა ჩამოვაყალიბოთ ისეთი რეკომენდაციები, რომელიც წაადგება საარჩევნო გარემოს. წინასწარ რაიმე პროექტი არ გვაქვს მომზადებული, ველოდებით, წინადადებებს, რომელიც 24 ივნისამდე იქნება წარმოდგენილი თითოეული მონაწილე სუბიექტის მხრიდან, ამის შემდეგ უკვე მოვამზადებთ კანონპროექტს და ივლისის პირველ ნახევარში დაიწყება მსჯელობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner
×