logo_geo
eng_logo
საქართველოში აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის კანონპროექტს მიესალმებიან
- +

13 ივნისი. 2019. 16:06

 

 

აშშ-ის საელჩო საქართველოში სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

 

„აშშ-ის საელჩო და ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში მიესალმება სასამართლო რეფორმის „მეოთხე ტალღის“ ფინალურ კანონპროექტს, რომელიც ფართო კონსენსუსით მომზადდა. სამუშაო ჯგუფი შედგებოდა სხვადასხვა აქტორისგან, მათ შორის: საერთაშორისო საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სასამართლო სექტორის წარმომადგენლებისგან. ჩვენ მიგვაჩნია, რომ კანონპროექტში ასახულია ძირითადი რეკომენდაციები, რომლებიც ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებას და ემსახურება საქართველოში სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და დამოუკიდებლობის გაზრდას.

 

ველით პარლამენტის მიერ ამ კანონის მიღებას და სასამართლო ინსტიტუტების მიერ მის განხორციელებას. ჩვენ მზად ვართ, დახმარება გავწიოთ ამ კანონპროექტის დანერგვისა და შემდგომი რეფორმების პროცესში“, - წერია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner