logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: სექსუალური და რელიგიური ორიენტაციის მიუხედავად, ყველას პრეზიდენტი ვარ
- +

15 ივნისი. 2019. 13:56

 

 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 14 ივნისს მთავრობის სახლთან მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა.

 

„მე ვარ ყველას პრეზიდენტი, რაც გულისხმობს იმას, რომ ვარ ყველა ადამიანის პრეზიდენტი, მიუხედავათ მათი სექსუალური და რელიგიური ორიენტაციისა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

მისივე თქმით, არც ერთი ადამიანი არ უნდა იყოს დისკრიმინირებული.

 

„ჩემთვის ამას არ აქვს მნიშვნელობა და ვთვლი, რომ არც ერთი ადამიანი არ უნდა იყოს დისკრიმინირებული. თუმცა, არ ვეთანხმები დაპირისპირების არც ერთი მხარის მხრიდან. ამ ქვეყანას ეყოფა ის დაპირისპირებები, რაც აქვს სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე. არ გვჭირდება გარედან მოტანილი დაკოპირებული დაპირისპირება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner