logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ეროვნული ფასეულობების დაცვას მაინცდამაინც რუსული დროშის ფრიალი არ სჭირდება
- +

18 ივნისი. 2019. 17:56

 

საქართველო ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი აუცილებლად გახდება და ეს ეროვნული ფასეულობებისა და ტრადიციების ბოლომდე შენარჩუნების ფონზე მოხდება“, – ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომელსაც ჟურნალისტებმა ბიზნესმენ ლევან ვასაძის განცხადებებთან დაკავშირებით ჰკითხეს.

 

მისი თქმით, ამ მიმართულებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება.

 

„ამას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, როგორც ვიღაცები ამბობენ ხოლმე. ქვეყანაში ყოველგვარი ძალადობა იქნება არა მხოლოდ დაგმობილი, არამედ აღკვეთილი და ყველა ადამიანის უფლება ბოლომდე დაცული იქნება. ქვეყანა ამ ხაზსაც არ გადაუხვევს“, – განაცხადა მდინარაძემ.

 

ამასთან, მისი თქმით, ტრადიციების დაცვას რუსული დროშის ფრიალი არ სჭირდება.

 

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული ფასეულობებისა და ტრადიციების დაცვას მაინცდამაინც რუსული დროშის ფრიალი არ სჭირდება. ამას ევროპელ და დასავლელ პარტნიორებთან ერთად მშვენივრად ვახერხებთ. ეს ხაზი არასოდეს იქნება გადახედილი. არ არის აუცილებელი, ეროვნულ ინტერესებზე საუბრობდე და დასავლელი პარტნიორების წარმომადგენლებს ლანძღავდე. მშვენივრად ვახერხებთ და მომავალშიც მოვახერხებთ, ეროვნული ფასეულობებისა და ტრადიციების დაცვას. ეს დასავლელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის ფონზე მოხდება და ამ საკითხს არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner