logo_geo
eng_logo
ზურაბ პოლოლიკაშვილის დიდი გამარჯვება
- +

18 ივნისი. 2019. 21:36

 

როგორც ახლახანს გახდა ცნობილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, დიდი ხნის პაუზის შემდეგ დაუბრუნდეს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წევრობას,  რაც    UNWTO- სთვის  და მასში შემავალი წევრებისთვის უმნიშვნელოვანესი ამბავია.

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, აშშ გაეროს მსოფლიო ტურიზმის  ორგანიზაციაში (UNWTO)-ში ხელახლა გაწევრიანდება.

 

შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შესახებ განცხადება თეთრი სახლის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ემა დოილმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში UNWTO-ს აღმასრულებელი საბჭოს შეხვედრის შემდეგ გააკეთა

ეს არის დიდი მიღწევა როგორც   UNWTO-ს, ასევე  მისი  გენერალური მდივნის ზურაბ პოლოლიკაშვილის, ეს ნამდვილად  გამარჯვება, აღიარება და  დადასტურებაა იმისა, რომ  მის მიერ შემუშავებული და განსაზღვრული პოლიტიკა, სწორი პრიორიტეტებით იმართება და შედეგზეა გათვლილი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner