logo_geo
eng_logo
დიმიტრი ცქიტიშვილი: ლევან ვასაძე ან სხვა პირი თუ ძალადობრივ ქმედებას ჩაიდენს, პასუხს კანონის წინაშე აგებს
- +

19 ივნისი. 2019. 15:24

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი აცხადებს, რომ თუ ლევან ვასაძე ან სხვა პირი ძალადობრივ ქმედებას ჩაიდენს, მან პასუხი კანონის წინაშე უნდა აგოს და აგებს კიდეც.

 

ჟურნალისტებთან საუბარში ცქიტიშვილი აღნიშნავს, რომ ძალადობრივ ქმედებებს სახელმწიფო კანონის შესაბამისად პასუხობს.

 

„კანონით, ნებისმიერი ადამიანის გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს და ამის გარანტიებს სახელმწიფო იძლევა. სახელმწიფო მაქსიმალურს გააკეთებს, რომ გამოხატვის თავისუფლება დაცული იყოს. ამას შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი შესაძლებლობებით აუცილებლად განახორციელებს“, – განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner