logo_geo
eng_logo
ნანა კოსტავა ქუთაისის საკრებულოში დამოუკიდებელ დეპუტატად რჩება
- +

19 ივნისი. 2019. 15:46

 

სიძულვილის ენის გამოყენებაში დადანაშაულებულმა ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა ნანა კოსტავამ ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორები“ დატოვა.

 

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ განმარტა, რომ კოსტავამ გადაწყვეტილება თავად მიიღო და ის საკრებულოში მუშაობას დამოუკიდებელ დეპუტატად გააგრძელებს.

 

„დღეს ოფიციალურად გაფორმდა კოსტავას ფრაქციიდან გასვლა. ის იქნება დამოუკიდებელი დეპუტატი საკრებულოში. ჩვენ სხვა არანაირი ბერკეტი არ გვაქვს. ის ჩვენთან ასოცირებული აღარ იქნება. მე მასთან კომუნიკაცია არ მქონია“,- განაცხადა ნიკოლოზ ლატარიამ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner