logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: კახა კალაძის ინიციატივას ცალსახად ვეთანხმები და მხარს ვუჭერ, რადგან...
- +

19 ივნისი. 2019. 17:13

 

„დღეს ქალაქის მერმა კახა კალაძემ ორი მნიშვნელოვანი და საინტერესო ინიციატივა გააჟღერა, რომელიც მალე საკანონმდებლო სახეს მიიღებს“, - ამის შესახებ „ახალგაზრდული ცენტრის“ ლიდერმა დავით ჩიხელიძემ განაცხადა, რითაც თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივას გამოეხმაურა.

 

„მერის ინიციატივას ცალსახად ვეთანხმები და მხარს ვუჭერ, რადგან ჩემთვის, როგორც არასამთვრობო სექტორის წარმომადგენლისთვის ადამიანის უფლებები და მათი უსაფრთხოება მნიშვნელოვანია, ორივე ინიციატივა დროული და საქმეზე ორიენტირებული გახლავთ, კერძოდ:

 

1) ამნისტიის გამოცხადება უკვე დასრულებულ, თუმცა ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებზე,  უხეში გათვლებით აღნიშნული ინიციატივა რამდენიმე ათას ოჯახს შეეხება, რაც თითოეული მათგანისთვის მნიშნელოვანია, მაგრამ ამნისტიის განხორციელების დროს გვმართებს სიფრთხილე და მაქსიმალურად უნდა გამოვრიცხოთ ისეთი ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება, რომელიც შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს ადამიანისთვის (ეს ის შემთხვევაა, როცა ადამიანის უსაფრთხოება, მის უფლებებზე მაღლა დგას).

 

2) K1 და K2 პარამეტრების დარღვევა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს.

 

დღეს, სამწუხაროდ, აღნიშნულ სფეროში გვაქვს ჯარიმა ჯარიმისთვის, რომელიც ვერ ახდენს კანონდარღვევის პრევენციას და შეჩერებას, შესაბამისად, ვემხრობი რადიკალურ ზომებს, რომელიც ერთის მხრივ მნიშნელოვანია ადამიანთა უსაფრთხოების კუთხით, ხოლო მეორე მხრივ, ქალაქს კონტექსტიდან და არქიტექტურული წესებიდან ამოვარდნილ (უსახური) შენობებისაგან დაიცავს“, - განაცხადა დავით ჩიხელიძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner