logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ვიცოდით რომ სხდომა ბერძენ კოლეგას უნდა წაეყვანა
- +

20 ივნისი. 2019. 15:22

 

მამუკა მდინარაძე: დღეს იქ რომ „წამოსკპტდეს“ ვიღაცა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ საოცარ განცხადებებს აკეთებს და მტერია, ეს ყოვლად მიუღებელია

 

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, გუშინ გვიან ღამე მან და სხვებმაც იცოდნენ, რომ ასამბლეის დღევანდელი სხდომა ბერძენ კოლეგას უნდა წაეყვანა. ამის შესახებ მდინარაძემ „ქრონიკის“ ეთერში თქვა.

 

„პირადად ჩემთვის ძალიან მიუღებელია ის, რაც დღეს ვნახე, იმიტომ, რომ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, შეურაცხმყოფელია. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი გუნდის აბსოლუტური უმრავლესობა ამ აზრზეა. ჩვენი ინფორმაცია ასეთი იყო, რომ ბერძენი სპიკერი, რომელიც გენერალური მდივანია ამ ორგანიზაციის, წაიყვანდა სხდომას. ისედაც დიდ უხერხულობას გვიქმნიდა  ის, რომ ფორმალური გარემოებებიდან გამომდინარე, რადგან „ოკუპაციის შესახებ“ კანონი არ აქვს დარღვეული რუს დეპუტატს, ვერ აჩერებ საზღვარზე, ეს უხერხულობას ქმნიდა და გუშინაც გვეტყობოდა ეს უხერხულობა განცხადებებში. მაგრამ დღეს ახლა იქ რომ წამოსკუპდეს ვიღაცა, რომელიც საოცარ განცხადებებს აკეთებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და მტერია, ეს ყოვლად მიუღებელია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

რაც შეეხება მომხდარზე პასუხისმგებლობის საკითხს, მდინარაძე ამბობს, რომ ამ ღონისძიებას თავისი ორგანიზატორი ჰყავს, თუმცა ცხელ გულზე „ისრების სროლა არ სურს“.

 

პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის წევრმა კომუნისტური პარტიიდან სერგეი გავრილოვმა მიმართა და „ქართული ოცნების“ წევრ ზაქარია ქუცნაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

 

პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის მიმდინარეობა შეწყდა. ზაქარია ქუცნაშვილმა კი მოიბოდიშა და თქვა, რომ ასამბლეის ჩასატარებლად არასწორი ადგილი შეარჩიეს.

 

თბილისი მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეას მასპინძლობს. ღონისძიებაზე 25 ქვეყნის დელეგაციების წარმომადგენლები არიან ჩამოსულები.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner