logo_geo
eng_logo
დავით მათიკაშვილი: გავრილოვი ისეთივე ოკუპანტია, როგორიც ბორისოვი და მისი პატრონი პუტინი
- +

20 ივნისი. 2019. 15:42

 

„გავრილოვი ისეთივე ოკუპანტია, როგორიც  ბორისოვი და მისი პატრონი პუტინი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი აცხადებს. 

 

„მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებლობის ნიღაბქვეშ შემოიპარა საქართველოში, გავრილოვი ისევე „იზიარებს“ მართლმადიდებლურ და ქრისტიანულ ღირებულებებს, როგორც ტოტლებენი და როდიონოვი იზიარებდნენ, ჩვენს ქვეყანას რომ აოხრებდნენ და აწიოკებდნენ. ეს ყველაფერი და ბევრად მწვავედ სახეში მიახალა პარლამენტის თავმჯდომარემ გავრილოვს, გუშინ. დღეს კი, როგორი პროტოკოლური გაუგებრობაც არ უნდა ყოფილიყო, გავრილოვის ჯდომა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იყო უმძიმესი სანახავი, ხოლო მისი ყოფნა პარლამენტის შენობაში და ამ ფორუმისთვის პარლამენტის სხდომათა დარბაზის გამოყენება - შეცდომა. ირაკლი კობახიძე, რომელიც არ იმყოფება საქართველოში, პირველთაგანია, ვინც სხდომის შეწყვეტა მოითხოვა და დაგმო ეს ქმედება“, - აცხადებს მათიკაშვილი.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner