logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ეს ყველაფერი არის დასაგმობი და ამაზე ძალიან მკაცრი რეაგირება მოვახდინეთ
- +

20 ივნისი. 2019. 22:59

 

ჩემი აზრით, ეს იყო პროვოკაცია. თუ ვის მიერ იყო დაგეგმილი ეს პროვოკაცია მოსახლეობაც გამოიტანს დასკვნას“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეს ყველაფერი არის დასაგმობი და დღევანდელ ფაქტზე „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ძალიან მკაცრი რეაგირება მოახდინეს:

 

დღეს მართლაც რთული დღე იყო. რთული ემოციურად - ჩვენთვის, ყველასთვის და მე მესმის ყველა იმ ადამიანის გულწრფელი აღშფოთება, რომელიც იმ მძიმე კადრმა გამოიწვია, რაზეც ჩემს განცხადებაშიც ვისაუბრე; კერძოდ, რუსი დეპუტატის ვინმე გავრილოვის, ასე ვთქვათ, ჯდომამ პარლამენტის სპიკერის სკამზე. ძალიან კარგად გავაცნობიერე, თუ რასთან გვქონდა საქმე. ჩემი აზრით, ეს იყო პროვოკაცია. თუ ვის მიერ იყო დაგეგმილი ეს პროვოკაცია მოსახლეობაც გამოიტანს დასკვნას, მაგრამ ჩვენ შეიძლება ამას უფრო მეტი დრო დავუთმოთ ამაზე საუბარს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა დღის მთავარ აქცენტებზე გაამახვილა ყურადღება:

 

დღის მთავარი აქცენტები, რაც ტელევიზიის მიერ ისმევა - არის შემდეგიЖ როგორ აღმოჩნდა ბატონი გავრილოვი, რომელიც არის თან კომუნისტი, თან მართლმადიდებელი. ეს ჩვენი საკითხი არ არის, მაგრამ როგორ აღმოჩნდა რუსი დეპუტატი ამ კონფერენციაზე, საქართველოს პარლამენტში და პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე. მთავარი შეკითხვა მე მაქვს სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების, ამ მოღალატე კაპიტულანტების მისამართით. მთავარი აქცენტი და მთავარი კითხვა ის კი არ არის როგორ აღმოჩნდა ერთი ვიღაც რიგითი დეპუტატი გავრილოვი, რომელიც, სხვათა შორის, არის ბატონი გიგი წერეთლის მეგობარი, ასევე, ბატონი გრიგოლ ვაშაძის მეგობარი ჯერ კიდევ მოსკოვის დროიდან. ეს ყველაფერი არის დასაგმობი და ამაზე ძალიან მკაცრი რეაგირება მოვახდინეთ პარტიის თავმჯდომარემ, ჩვენ ყველამ. ჩვენი პარტიის ლიდერებმა ამაზე ძალიან მწვავე რეაგირება მოვახდინეთ და კონკრეტული შედეგებიც მოჰყვება“, - განაცხადა ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა მდივანმა.

 

ირაკლი ღარიბაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებსა და საზოგადოებას შეკითხვით მიმართა, თუ როგორ აღმოჩნდა ის, რომ რუსეთის საზღვარი თითქმის გორამდე გადმოწიეს სწორედ სააკაშვილის პოლიტიკის შედეგად:

 

 

მთავარი შეკითხვა რაც მინდა რომ დავუსვა საზოგადოებას და „ნაცმოძრაობის“ ლიდერებს, რომლებიც ახლა შეკრებილები არიან და მათი ლიდერი, ასე ვთქვათ ბელადი არის ჯერ კიდევ უკრაინაში. მე მაქვს თქვენთან შეკითხვა - როგორ აღმოჩნდა საქართველოდან წარმატებით წასული, გასული, გაყვანილი რუსეთის ჯარი, როგორ შემობრუნდა, როგორ აღმოჩნდა აფხაზეთში, ოსეთში, ახალგორში, კოდორში და ასე შემდეგ. როგორ აღმოჩნდა ის, რომ რუსეთის საზღვარი თითქმის გორამდე გადმოწიეს სწორედ სააკაშვილის უგური პოლიტიკის შედეგად. ეს ადამიანები საერთოდ როგორ ბედავენ ასეთ საკითხზე საუბარს. მე საზოგადოების სხვა წევრების აღშფოთება აბსოლუტურად მესმის, და მინდა შევახსენო ყველას, რომ პირველი აღშფოთება სწორედ ჩვენი გუნდის წევრებმა დავიწყეთ, როდესაც ჩვენ ვიხილეთ ბატონი გავრილოვის თავხედური ეს ჟესტი, რომელიც შეუთანხმებლად აღმოჩნდა იქ, სადაც არ უნდა აღმოჩენილიყო. მე თუ მკითხავთ, საერთოდ პარლამენტშიც არ უნდა მისულიყო ეს ადამიანი, მაგრამ ეს ცალკე საკითხია. მე მაინტერესებს, ამ ადამიანებს როგორ ყოფნით ეს თავხედობა და ცინიზმი, რომ ბედავენ და ჯერ კიდევ ასე უტიფრად გევსაუბრებიან და მანიპულირებენ ჩვენი ქართველი ხალხის გულწრფელი, პატრიოტული სენტიმენტებით და გრძნობებით. ეს არის მთავარი შეკითხვა, ამაზე უნდა გავაკეთოთ აქცენტი და შევახსენოთ ამ მართლა მოღალატეებს როგორ აღმოჩნდა რუსეთის ჯარი, გაყვანილი, ჩვენ მიერ, ქართველი ხალხის მიერ - გაყვანილი ჯარი როგორ შემოაბრუნეს მათ აფხაზეთში, როგორ ჩააბარეს კოდორი, ცხინვალი, და ასე შემდეგ, როგორ დაკარგეს უამრავი სოფელი და ათიათასობით ადამიანი დააზარალეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა „იმედის“ პირდაპირ ეთერში.

 

 

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner