logo_geo
eng_logo
სოფიო ქაცარავა: ჩვენ საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დაბრუნებას არ ვეთანხმებით
- +

24 ივნისი. 2019. 13:57

„ახლა ვიმყოფები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, სადაც განიხილება საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის ფედერაციის დელეგაციის დაბრუნების საკითხი“, - აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა.

 

„ახლა ვიმყოფები ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, ინტერესი ამ სესიის მიმართ განსაკუთრებით მაღალია, რადგან განიხილება საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის ფედერაციის დელეგაციის დაბრუნების საკითხი.

 

ჩვენი პოზიცია, რასაც ყველა ფორმატში ვახმოვანებთ და დავაყენებთ დღის განმავლობაში, არის პრინციპული და მყარი: არსებული სანქციების სისტემის წესების შეცვლას ვეწინააღმდეგებით და რუსეთის დაბრუნებას არ ვეთანხმებით.

 

რუსეთს აქამდე არ შეუსრულებია არც ერთი რეზოლუცია თუ ვალდებულება, მათი დაბრუნების შემთხვევაში ვერ ვხედავ სივრცეს, რომ რუსეთი შეიცვლის დამოკიდებულებას, დაიცავს ევროსაბჭოს მთავარ პრინციპებს და პატივს სცემს საერთაშორისო სამართალს“, - აცხადებს ქაცარავა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner