logo_geo
eng_logo
ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ირლანდიური ბანკის „Allied Irish Banks - AIB” აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
- +

25 ივნისი. 2019. 22:00

 

 

ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი ზურაბაშვილი შეხვდა მსხვილი ირლანდიური ბანკის „Allied Irish Banks - AIB” აღმასრულებელ დირექტორს კოლინ ჰანტს.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს და ასევე, საქართველო-ირლანდიის ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, ირლანდია უმსხვილესი ინვესტორია საქართველოში. გიორგი ზურაბაშვილმა ხაზი გაუსვა ირლანდიის მხრიდან საქართველოსადმი მზარდ ინტერესს. მან აღნიშნა, რომ საქართველოს საბანკო სისტემა საქართველოს ეკონომიკის ერთ–ერთი ყველაზე მიმზიდველი სექტორია და ამ სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს.  გიორგი ზურაბაშვილმა ყურადღება ასევე გაამახვილა ტურიზმის სფეროზე, როგორც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მზარდ სექტორზე. საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ  მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოს 190 ქვეყანას შორის  საქართველო მე-6 ადგილზეა და ქვეყანაში არსებული საგადასახადო სისტემა ძალზე ხელსაყრელია ინვესტიციებისა და  ბიზნესისთვის.

 

მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში გაიმართება პრეზენტაცია საქართველოს საინვესტიციო გარემოს შესახებ ირლანდიის საბანკო სექტორის, ბიზნეს წრეების წარმომადგენლებისა და ბიზნეს ჟურნალისტებისთვის, რაც ხელს  შეუწყობს საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ახალი ინვესტიციების მოზიდვას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner