logo_geo
eng_logo
ლევან იზორია დღეს იენს სტოლტენბერგს შეხვდება
- +

27 ივნისი. 2019. 10:35

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ბრიუსელში იმყოფება, სადაც NATO-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრები მიმდინარეობს.

 

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი დღეს NATO- მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფორმატში NATO- წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების დონზე გამართულ სხდომას დაესწრება.

 

 

თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში ლევან იზორია  NATO- გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგსა და მის მოადგილეს როუზ გოტმიულერს შეხვდება და ნატო-საქართველოს თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებსა და სამომავლო გეგმებს განიხილავს.

 

დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები შვედეთისა და რუმინეთის თავდაცვის მინისტრებთან. თავდაცვის მინისტრი უცხოელ კოლეგებთან ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებისა და გაღრმავების გზებზე იმსჯელებს. საუბარი შეეხება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებსა და ტოტალური თავდაცვის ძირითად ასპექტებს.

 

ნატოს შტაბ-ბინაში თავდაცვის მინისტრების შეხვედრები 26-27 ივნისს გაიმართება.

 

მინისტერიალის მთავარი საკითხი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოდერნიზაციაა. განხილვის მთავარი საკითხები იქნება: რუსეთის მიერ საშუალო სიშორის ბირთვული ძალების შესახებ ხელშეკრულების დარღვევა, პროგრესი კოალიციური ხარჯების განაწილებაში, ნატოს თავდაცვისა და შეკავების სტრატეგია, ახალი ტექნოლოგიები და ნატოს მისია ავღანეთში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner