logo_geo
eng_logo
საქართველოს საერთაშორისო საძიებო სამაშველო მრჩეველთა ჯგუფის (INSARAG) შეფასებითი მისია ესტუმრა
- +

27 ივნისი. 2019. 13:05

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს სწრაფი რეაგირების ბაზას საერთაშორისო საძიებო სამაშველო მრჩეველთა ჯგუფის (INSARAG) შეფასებითი მისია ესტუმრა.

 

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა სტუმრებმა დაათვალიერეს ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა, შეაფასეს სამსახურის ტექნიკური მომზადების დონე და საერთაშორისო სამძებრო-სამაშველო საკონსულტაციო ჯგუფის, INSARAG-ისათვის შერჩეულ მაშველთა 20-კაციან შემადგენლობას შეხვდნენ.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიზანია გაეროს საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და საერთაშორისო სამძებრო-სამაშველო საკონსულტაციო ჯგუფის (International Search and Rescue Advisory Group) – INSARAG-ის აკრედიტაციის მიღება სამსახურის სამაშველო ჯგუფისთვის, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს აქტიურად ჩაერთოს საერთაშორისო მისიებში.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, ოფიციალური განაცხადი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გაეროს ჟენევის ოფისში 2018 წლის ოქტომბერში გაიგზავნა.

 

 

აკრედიტაციის მიღების პროცესში ქართული მხარის მენტორი ქვეყანა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკაა. გერმანიის ტექნიკური დახმარების ფედერალური სამსახურის (THW) წარმომადგენლები საქართველოში 20-24 მაისს იმყოფებოდნენ და სამსახურის შესაძლებლობებს ადგილზე გაეცნენ. მათი საბოლოო ანგარიში და სამოქმედო გეგმა ქართულმა მხარემ უკვე მიიღო.

 

საერთაშორისო საძიებო სამაშველო მრჩეველთა ჯგუფის (INSARAG) შეფასებითი მისიის ვიზიტი საქართველოში 28 ივნისამდე გაგრძელდება.

 

INSARAG-ის დელეგაციის მისია ხორციელდება გაეროს ჰუმანიტარულ საკითხთა კოორდინაციის ოფისის (UN OCHA) მხარდაჭერით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner