logo_geo
eng_logo
ეკატერინა ზაჰარიევა: აღფრთოვანებული ვარ საქართველოს მთავრობით, ვინაიდან ის ძალიან კარგად აფინანსებს განათლებას
- +

11 ივლისი. 2019. 13:15

 

 

„მე აღფრთოვანებული ვარ საქართველოს მთავრობით, ვინაიდან ის ძალიან კარგად აფინანსებს განათლებას“, – ამის შესახებ ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკატერინა ზაჰარიევამ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ სესიაზე „პარტნიორობის 10 წელი, პირველი ნაბიჯები ევროპულ გზაზე“ განაცხადა

 

როგორც ეკატერინა ზაჰარიევამ აღნიშნა, ყველაფერი იწყება ახალგაზრდების განათლებით, დღეს ისინი ქმნიან მომავალს.

 

„ტვინის გამორეცხვის 45 წელი არის საკმაოდ დიდი პერიოდი, 30 წლის შემდეგაც მენტალიტეტში ძალიან დიდი სხვაობაა ჩვენს შორის და იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც არ იყვნენ საბჭოთა კავშირის კვერთხის ქვეშ. ძალიან რთულია, დავარწმუნოთ ადამიანები, რომ მათ სჯეროდეთ თავიანთი პოლიტიკოსების, მთავრობის, მედიის. ადამიანების შეჩვეულები არიან, რომ მათ ატყუებს მედია, ატყუებს ინსტიტუტები, ამიტომ საჭიროა რეფორმები განათლების გზით და მე აღფრთოვანებული ვარ საქართველოს მთავრობით, ვინაიდან ის ძალიან კარგად აფინანსებს განათლებას. ყველაფერი იწყება ახალგაზრდების განათლებით. დღეს ისინი ქმნიან მომავალს. თუ არ იქნება განათლება, ქვეყნიდან მოხდება ტვინების გადინება. რა თქმა უნდა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, მართლმსაჯულების სისტემა რეფორმა, რომ ადამიანებს ჰქონდეთ ნდობა თავიანთი სისტემების“, – განაცხადა ეკატერინა ზაჰარიევამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner