logo_geo
eng_logo
სოფიო ქაცარავამ ბულგარეთის ვიცე-პრემიერ ეკატერინა ზაჰარიევასთან შეხვედრა გამართა
- +

11 ივლისი. 2019. 15:14

 

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში - „ საქართველოს ევროპული გზა“ მონაწილეობს, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის დაფუძნების 10 წლისთავს ეძღვნება.

 

 

 

სოფიო ქაცარავა, მართლმსაჯულების რეფორმების საკითხებში ბულგარეთის ვიცე-პრემიერს  და საგარეო საქმეთა მინისტრს, ეკატერინა ზაჰარიევას შეხვედა.

 

შეხვედრის მთავარი თემა იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა, მისი მნიშვნელობა, ბოლო 10 წლის განმავლობაში არსებული მიღწევები და სამომავლო გეგმები. ეკატერინა ზაჰარიევას განცხადებით საქართველო არის ევროპის ნაწილი, რომელსაც ძალიან კარგი შედეგები აქვს.

 

 შეხვედრაზე ასევე, განიხილეს საქართველო-ბულგარეთს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები.

 

 საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკატერინა ზაჰარიევას მადლობა გადაუხადა საქართველოს  ევროკავშირში და NATO-ში ინტეგრაციის გზაზე, მათი მტკიცე მხარდაჭერისთვის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner