logo_geo
eng_logo
თამარ ხულორდავა რუმინეთის სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
- +

12 ივლისი. 2019. 15:31

 

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირინა ფრუიძე რუმინეთის სენატის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს, გაბრიელა კრეტუს შეხვდა.

 

შეხვედრისას, რომელიც ბათუში, საერთაშორისო კონფერენციის - „საქართველოს ევროპული გზა“ ფარგლებში გაიმართა, მხარეებმა რუმინეთისა და საქართველოს ორმხრივ ურთიერთობაზე და პარლამენტებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

 

საუბარი ასევე შეეხო რუმინეთის მიერ ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდს, ევროპარლამენტის არჩევნებს, ევროკავშირში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და გაფართოების პოლიტიკას.

 

თამარ ხულორდავამ შეხვედრისას, გაბრიელა კრეტუს საქართველოში ევროინტეგრაციის მიმართულებით მიმდინარე რეფორმები და დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებები გააცნო.

 

„წარმატებული ევროპისთვის მნიშვნელოვანია ისეთი საზოგადოების განვითარება, რომელიც ინტეგრაციისკენ იქნება მიმართული“, - აღნიშნა სტუმარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner