logo_geo
eng_logo
თამარ ხულორდავა მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს ზორან იანკოვიჩს შეხვდა
- +

12 ივლისი. 2019. 16:13

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამარ ხულორდავა, რომელიც ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში - „საქართველოს ევროპული გზა“ მონაწილეობს, მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანს ზორან იანკოვიჩს შეხვდა.

 

მხარეებმა ერთმანეთს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში საკუთარი ქვეყნების გამოცდილება გაუზიარეს.

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ. სტუმართან, საქართველოში მიმდინარე ევროინტეგრაციულ პროცესებზე და ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა.

 

„მონტენეგროსა და საქართველოს საერთო ევროპული მისწრაფებები გააჩნიათ. მონტენეგროს, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის გამოცდილება მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში“, - აღნიშნა თამარ ხულორდავამ.

 

მონტენეგროს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივანმა მონტენეგროს ევროინტეგრაციული პროცესის მიმდინარეობაზე, საკუთარი ქვეყნის გამოცდილებაზე და მის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა.

 

ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებზე, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და ბოლო ორი წლის მანძილზე, ევროკავშირთან მიღწეულ ეკონომიკურ პროგრესზე.

 

სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა ევროინტეგრაციის პროცესში ბალკანეთის ქვეყნების ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner