logo_geo
eng_logo
საჯად კარიმი: საქართველო დღეს არის ცოცხალი დემოკრატია, სადაც დემონსტრაციების გამართვა შესაძლებელია
- +

12 ივლისი. 2019. 19:51

 

„ეს აჩვენებს, რომ საქართველო დღეს არის ცოცხალი დემოკრატია, სადაც ასეთი დემონსტრაციების გამართვა შესაძლებელია“, – ამის შესახებ ევროპარლამენტში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, საჯად კარიმმა საქართველოში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას აღნიშნა.

 

როგორც საჯად კარიმმა აღნიშნა, აქვს ინფორმაცია საპროტესტო აქციების შესახებ, თუმცა მიიჩნევს, რომ ეს აჩვენებს, რომ საქართველო დღეს არის ცოცხალი დემოკრატია.

 

„ამავე დროს, ვხედავ, საქართველოს შიგნით დღეს ბზარი და პოლარიზაციაა. გარკვეული მხრივ ეს რა თქმა უნდა არის ჯანსაღი დებატების ნაწილი, თუმცა ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ საქართველო არ აღმოჩნდება იმდენად პოლარიზებული, რომ საკუთარი განვითარება შეაფერხოს. ეს იქნება უკიდურესად არასასარგებლო. ასე, რომ დღეს არის კომპრომისისა და დიალოგის საჭიროება. დიალოგის გაგრძელების უზრუნველყოფით დემოკრატია საქართველოში განვითარებას გააგრძელებს“, – განაცხადა საჯად კარიმმა.

 

ამასთან, კითხვაზე პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით, საჯად კარიმმა აღნიშნა, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ამ პროცესის ნაწილი თავადაც იყო.

 

„თავდაპირველ ვადად დასახელებული იყო 2024 წელი. ჩვენ მივესალმებით იმ ფაქტს, რომ საქართველომ ხალხის ნებაზე დაყრდნობით მიიღო თავად გადაწყვეტილება, გადმოწიეს ეს 2020 წლისთვის. ეს ყველაფერია არის დემონსტრაციული განვითარების ნაწილი. ყველაფერი მოხდა კონსტიტუციის ფარგლებში, დემოკრატიული გზით და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მივესალმებით“, – განაცხადა საჯად კარიმმა.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner