logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: მაინტერესებს, ვინ არის ის კრიტიკული საზოგადოება, ვინც შს მინისტრის გამოსვლაში თურმე ტყუილებს პოულობს
- +

13 ივლისი. 2019. 10:38

 

 

„მე ასე არ დავსვამდი შეკითხვას, რომ თითქოს ტყუილები უპოვიათ შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლაში. მაინტერესებს, ვინ არის ის კრიტიკული საზოგადოება,  ვინც თურმე ტყუილებს პოულობს. საინტერესოა, დასახელდეს წყარო. თუ, ვითომდა ტყუილების გარდა ამ ე. წ. კრიტიკულმა საზოგადოებამ სხვა ნაწილი ვერ ნახა მინისტრის გამოსვლაში, ძალიან რთულია, ობიექტურად შევაფასოთ ე. წ. კრიტიკული საზოგადოება“, - აღნიშნა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.

 

მისივე ინფორმაციით, 20 ივნისის საღამოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები საკუთარი ინიციატივით იმყოფებოდნენ  პარლამენტში.

 

„ეს არის ჩემი ინფორმაცია. შეგვიძლია ვკითხოთ კონკრეტულ წარმომადგენლებს და ისინი ისაუბრებენ ამასთან დაკავშირებით - ეს ერთი. მეორე,  დიპლომატების მიერ კონკრეტული საკითხის გახმოვანება არ ნიშნავს, რომ გიორგი გახარიამ რაიმე არასწორი განაცხადა გუშინ.  ტელეეთერითაც  დაფიქსირდა ფაქტი, რომ მაგალითად, გერმანიის ელჩი იმ საღამოს მივიდა საქართველოს პარლამენტის შენობაში. ეს ცნობილი ფაქტია“, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ.​

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner